პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება მესამე, საბოლოო მოსმენით 80 ხმით მიიღო. კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ და აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის უფლება ენიჭება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა.

„ეს პროექტი ძალიან წაადგება აჭარის მთავრობის მიერ დასაქმებისა და ახალგაზრდული პროექტებით განსახორციელებელ სამთავრობო პროგრამებს და მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ეფექტურობას“, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

Visited 18 times, 1 visit(s) today