პარლამენტმა დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

04/04/2024

პარლამენტმა 84 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროებში გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად დადგენილი ვადების ცვლილებას და მათ გადავადებას 1 წლით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0