პარლამენტმა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

24/05/2022

პარლამენტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო. ​მომხსენებლის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო იობაშვილის განმარტებით, ცვლილებათა პროექტი „დაზღვევის შესახებ“ კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს. ​კანონპროექტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0