პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით, მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კანონპროექტი უცხოური ენის გამოცდასა და შესაბამის სერტიფიკატს ეხება.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა“, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

Visited 35 times, 1 visit(s) today