პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა 85 ხმით, მესამე მოსმენით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო. ​კანონპროექტი აწესებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს, ასევე, ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. ​კანონში შეტანილი ცვლილებებით, შემოდის შემდეგი ახალი ნებართვების სახეობები: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.
ახალი ნებართვების სახეობებისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებლები. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონთან ერთად, ცვლილებები შევიდა კიდევ ცხრა კანონში.

Visited 27 times, 1 visit(s) today