პარლამენტმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

07/03/2024

პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო. კანონპროექტი პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარუდგინა. პროექტის თანახმად, თუ 2024 წლის 1 აპრილამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 აპრილის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 აპრილამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. იგივე ცვლილება შეეხება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტსაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0