პარლამენტმა პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ მიერ ინიცირებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

97 ხმით ერთხმად, დეპუტატებმა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილის და ჰერმან საბოს მიერ მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. ცვლილების თანახმად, პარტიებს საშუალება ექნებათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ​კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილება საქმეს გაუმარტივებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიების და მისი დანართების ადმინისტრირება შეზღუდულ დროში უწევს.

Visited 11 times, 1 visit(s) today