პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრა ასეთი შედეგით დასრულდა: ანა დოლიძე 34 – მომხრე, 4 – წინააღმდეგი; თამარ ლალიაშვილი 27-მომხრე, 2 – წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22- მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.
შესაბამისად, უზენაეს სასამართლოში გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი არც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი არჩეული არ არის. კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის ორმა წევრმა, მურმან დუმბაძემ და გია ჟორჟოლიანმა მოითხოვეს, რომ მათი ხმა ანა დოლიძის კანდიდატურას დამატებოდა. თუმცა ორი დეპუტატის მხარდაჭერამ ანა დოლიძის არჩევაზე გავლენა ვერ მოახდინა.

Visited 128 times, 1 visit(s) today