პარლამენტმა პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე სემეკის წევრად აირჩია

30/06/2017

საქართველოს პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად მაია მელიქიძის კანდიდატურა დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება 80 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
მელიქიძის კანდიდატურა სემეკის წევრის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობასთან შეთანხმებით გუშინ წარუდგინა პარლამენტს.
პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული უდიდესი ნდობისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0