პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა 72 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი. პროექტით გათვალისწინებულია კლასიკური ავტომობილის ცნების განსაზღვრება. კერძოდ, ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ – კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად. დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები.

Visited 35 times, 1 visit(s) today