პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით, 13-ის წინააღმდეგ, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განმარტებით, ცვლილება სამ საკითხს შეეხება. კერძოდ, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა მოხდება სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ასევე, შემოდის ცნება – „დელეგატი“ და პარტია უფლებამოსილი იქნება და არა ვალდებული, რომ პროპორციულ სიაში კონკრეტულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთან მიმართებაში დააფიქსიროს საარჩევნო ოლქის ნომერი. აგრეთვე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.

„ასეთი ინიციატივა გვაქვს, რომ პირველივე ტურში მიღებულ ნამდვილ ხმათა უმრავლესობით იქნება არჩეული კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატი. რაც ასევე კონკრეტული საკრებულოების საქმიანობის და უფლებამოსილების ცნობასაც დააჩქარებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Visited 16 times, 1 visit(s) today