პარლამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და 76 ხმით, ერთხმად მიიღო. მიღებული ცვლილებით წესრიგდება იმ ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება კანონის კონკრეტული ნორმით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

Visited 18 times, 1 visit(s) today