პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

22/06/2017

რიგგარეშე სხდომის ფორმატში ორდღიანი განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთხმად – 115 ხმით დაუჭირა მხარი. ასევე, ერთხმად, 115 ხმით იქნა მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.
„მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.
კონსტიტუციურ კანონის პროექტებზე მეორე მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0