პარლამენტმა „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

„კანონპროექტი მომზადდა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების დებულებების კანონში ასახვის მიზნით“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

კანონპროექტით წესრიგდება განაცხადის უცხო ქვეყანაში წარდგენის ნებართვასთან, გამომგონებელთან და პატენტის მიღების უფლებასთან, პატენტრწმუნებულის დანიშვნასთან, საქართველოს პატენტრწმუნებულის „საქპატენტში“ რეგისტრაციის წესთან და ევროპული პატენტის ვალიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტს კენჭისყრისას 72-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

Visited 38 times, 1 visit(s) today