პარლამენტმა „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით, მესამე მოსმენით „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის“ სისტემით მომსახურების ფუნქციონირებისთვის. პროექტის მიხედვით, საჯარო უწყებები აღიჭურვება დამატებითი აღსრულებითი ბერკეტით. კერძოდ, გაიზრდება სააგენტო კომპანიების პასუხისმგებლობა საქართველოს ნავსადგურში შემოსულ გემებთან და მათ ტვირთთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ასევე, საქართველოს საზღვაო კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც ტერმინთა განმარტებებს ითვალისწინებს.

Visited 33 times, 1 visit(s) today