პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

18/04/2024

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მიიღო. საკითხი პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით. ცვლილებები ასევე შედის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონებში, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, თუკი პირი საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვა, სადაც მას საფრთხე ემუქრებოდა და დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, ამასთან, წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის შესახებ და მას საერთაშორისო დაცვის სტატუსი მიენიჭება, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას სხვა დანაშაული არ ექნება ჩადენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0