პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება. როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა განმარტა, ცვლილებით წესრიგდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელ ზოგიერთ ნორმასთან, გარდამავალ პერიოდში ცესკო-ს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასთან და გარდამავალ პერიოდში ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.

Visited 37 times, 1 visit(s) today