პარლამენტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

20/09/2023

შიდა აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზების მიზნით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები შედის. კანონპროექტი პირველი მოსმენით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები მეტწილად შეეხება შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს. ამასთან, კანონპროექტი კანონის რეგულირების სფეროსთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობის აღმოფხვრასაც უზრუნველყოფს. ცვლილებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი და დარეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ზოგადი, თეზისური საკითხები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მექანიზმი. პარლამენტმა, 81 ხმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0