პარლამენტმა ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით, ერთხმად მიიღო „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების – ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ტანის აღკვეთილის შექმნისა და მართვის სფეროში ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.
კანონის პროექტით წესრიგდება ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიული ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტით, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება.

Visited 40 times, 1 visit(s) today