პარლამენტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

22/03/2017

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ინიციატივებს პარლამენტის წევრებს ანა დოლიძე აცნობს.
გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მეორე წინადადებაა ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.
ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სუს-ისგან დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს და კარგი იქნება, თუკი ის პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
მისივე თქმით, სახელმწიფომ სამართლიანად უნდა აუნაზღაუროს ხარჯები კომუნიკაციის კომპანიებს იმ მომსახურებისათვის, რომელსაც ისინი უსაფრთხოების მიზნებისათვის გასწევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0