პარლამენტში შეხვედრა-სემინარი „კორეის ეკონომიკური განვითარება“ გაიმართა

23/10/2017

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში კორეის ეკონომიკური განვითარების გამოცდილების გაცნობის მიზნით, შეხვედრა-სემინარი გაიმართა.
ფრაქციის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოსთვის სამხრეთ კორეის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მაგალითი მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნის მიერ განვლილი გზის და განხორციელებული რეფორმების გაცნობა, საინტერესო და ყურადსაღებია.
„რაც უფრო მეტი ცოდნა გვექნება წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების კუთხით, მით უფრო სწორედ განვსაზღვრავთ ჩვენი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას და მიდგომებს“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
შეხვედრა-სემინარზე პარლამენტის წევრებმა კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციის სააგენტოს წარმომადგენლის, მიუნგ ჰუნ ოჰისგან ვრცელი და დეტალური პრეზენტაცია მოისმინეს. მომხსენებელმა კორეის განვითარების ისტორია გასული საუკუნის 50-იან წლებიდან დღეს არსებულ ვითარებამდე მიმოიხილა და ძირითადი აქცენტები ეკონომიკურ, სავაჭრო, საბანკო და ადგილობრივი მრეწველობის დარგების რეფორმირებაზე გაამახვილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0