პარტიების დაფინანსებას რაც შეეხება, ყველაფერი არის საჯარო და გამჭვირვალე

08/10/2018

„დაფინანსებას რაც შეეხება, არის ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე. თუ არის, მე არ ვიცი, კონკრეტული გამოვლინებები, ამაზე შეგვიძლია ერთად ვისაუბროთ. თუმცა, რაც შეეხება, ზოგადად, სისტემას, ეს არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
​ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ფინანსების დეკლარირება აუდიტის სამსახურის წინაშე ხდება. „ხდება ამ ფინანსების დეკლარირება აუდიტის სამსახურის წინაშე და ყველას შეუძლია ჩაიხედოს ამ ყველაფერში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0