პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი შეიძლება იყოს კრიტიკის საფუძველი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიების დაფინანსების მოქმედ წესთან დაკავშირებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე მუშაობაა საჭირო, თუმცა, მისივე თქმით, კანონი ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს.
„პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი შეიძლება იყოს კრიტიკის საფუძველი, საჭიროა მუშაობა, შესაბამის მოქმედი კანონზე – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია აქვე იმის აღნიშვნაც, რომ ეს კანონი უნდა გადაისინჯოს აუცილებლად ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქ, სადაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეგულაციების პარტიების საერთო აზრის საფუძველზე გადახედვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 141 times, 1 visit(s) today