პარტიების ფინანსური მონიტორინგის უფლებამოსილების საკითხი კონსტიტუციის დონეზეა მოსაწესრიგებელი

08/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის უფლებამოსილების ერთი სტრუქტურიდან მეორეზე გადატანა მიზანშეწონილი არ არის. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხზე, რომელიც კონსტიტუციის დონეზეა მოსაწესრიგებელი, დამატებითი მსჯელობა გაიმართება.
„ეს საკითხი აქტიურად არ განიხილება. გუშინ საუბარი იყო ვარიანტებზე. თვითონ აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელის მოადგილემ, კომისიის ფორმატში დააფიქსირა პოზიცია, რომ თავად სამსახურს არ სურს ამ ფუნქციის დატოვება. თუმცა, მე, პირადად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია დღეს ამ უფლებამოსილების გადატანა ერთი ორგანოდან მეორეზე. ამაზე გვექნება დამატებითი მსჯელობა. ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზე არის მოსაწესრიგებელი. დღეს კონსტიტუციაში არის ხარვეზი. აუდიტის სამსახურს ეს კომპეტენცია კონსტიტუციით არ აქვს მინიჭებული და აქვს კანონით,რაც არის წინააღმდეგობა. ან კონსტიტუცია უნდა გასწორდეს, ან სხვა გადაწყვეტა უნდა მოვიფიქროთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0