პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

26/03/2017

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
წირვას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და სალომე ზურაბიშვილი.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. 1917 წლის 25 მარტს კი ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვით ავტოკეფალია აღდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0