პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს. პეკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებას გამოხატავენ. კითხვარი ითვალისწინებს მოსახლეობის აზრის დადგენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება.
კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.

Visited 143 times, 1 visit(s) today