პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
კანონით დადგენილი წესით, სააღდგომო ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს. პროცესის მიმდინარეობას სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გაეცნო. როგორც პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, ამანათის შეგზავნას ახლობელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყველა მსურველი შეძლებს.

„როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წინასწარვე დაანონსდა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება გუშინ დილიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ვიმუშავებთ მანამ, სანამ ყველა ადამიანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სააღდგომო ამანათს არ მიიღებს“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
სააღდგომო ამანათების მიღება გუშინ დილით დაიწყო და ხვალ საღამომდე გაგრძელდება.

Visited 326 times, 1 visit(s) today