პესტიციდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04/02/2017

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ (თენგიზ) ხუბულურის ინიციატივით , გორის რაიონში მოქმედ ფერმერებთან და გლეხებთან, იმპორტირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ვარგისიანობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს მოადგილე ზუბარ ლიპარტია დაესწრო. მხარეებმა საქართველოში შემოტანილ პესტიციდების გამოყენების შედეგად აგროსექტორში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ფერმერების განცხადებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტარაზე დატანებული ვარგისიანობის ვადები , ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სინადვილეს, რომლის გამოყენების შემდეგაც მოსაყვან პროდუქციას სერიოზული ზიანი ადგება, რაც პროდუქციის საბაზრო ფასზე ნეგატიურად აისახება. მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ხუბულურის განცხადებით, სტანდარტების შეუსაბამო პესტიციდების შემოტანის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რათა გლეხობა აღარ დადგეს იმ პრობლემათა წინაშე , რაც დღეს აწუხებთ. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენელთა თქმით, 2018 წლიდან შიდა ქართლი 15 მეტეოსადგურის მშენებლობა იგეგმება, რაც ამინდის მყისიერი პროგნოზირების საშუალებას იძლევა.(ატმოსფერული წნევა, ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურა და სინოტივე, მოსული ნალექების რაოდენობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება და სხვა). სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტია განმარტებით, პესტიციდების ფალსიფიკაცია სერიოზული ზარალის მომტანია სოფლის მეურნეობისთვის. ამიტომაც შეხვედრაზე მყოფ მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტიორებს , კიდევ ერთხელ გააცნო, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაციას უკავშირდება. „ წინასაარჩვნოდ , გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში ვიყავი და ყველან ერთსა დ იმავე პრობლემას ვაწყდებოდი . გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდები ჩვენი გლეხობის უმთავრეს პრობემას წარმოადგენს. დღევანდელ შეხვედრაზე ფერმერებისგან და გლეხებისგან იმ სავალალო შედეგედების შესახებ მოვისმინე, რომელიც საქართველოში იმპორტირებულ აგროომიკატების მოხმარების შედეგად მიიღეს. ჩვენმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზო უკვე შეიტანა რიგი ცვლილებებისა , რომელიც ფალსიფიცირებული პესტიციდების შემოტანის შემთხვევაში იმპორტიორს სანქციებს აკისრებს. პირადად მე , საქართველოს პარლამენტში შევალ ინიციატივით , რომ სახელმწიფოს მხრიდან დაწესდეს კიდევ უფრო მკაცრი რეგულაციები და სოლიდური ფინანსური სანქციები, რათა დაცული იყო თითოეული ჩვენი გლეხის უფლება და მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს“ განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ( თენგიზ) ხუბულურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0