პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის ერის დამცირება

25/03/2016

ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად მკაცრი კანონი, რათა ვერავინ გაბედოს, შეურაცხყოფა მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებებს თუ მთელ ქვეყანას, – განაცხადა გოგი თოფაძემ.  მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის არა მარტო პიროვნებების, ერის დამცირებაც.

“მე მხარს დავუჭერ კანონის გამკაცრებას ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა მივიღოთ მაქსიმალურად მკაცრი კანონი, რათა ვერავინ გაბედოს შეურაცხყოფა მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებებს თუ მთელ ქვეყანას. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც საქართველოს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს კანონი მსგავსი დანაშაულის მიმართ ძალიან ლიბერალურია”, – განაცხადა თოფაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0