პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა

07/10/2017

“ქართული ღვინის კვირეულის” ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში პირველად ღვინის ფესტივალი გაიმართა. ამ ღონისძიებით ქართული ღვინის კვირეულმა კახეთში სწორედ გურჯაანიდან აიღო სტარტი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო. ფესტივალზე მოწყობილი იყო მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ისტორიის პავილიონები, ასევე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ფესტივალს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღვინის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი 7 ოქტომბერს თელავშიც გაიმართებ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0