პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსნა

29/09/2017

პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, კომპანიის დირექტორი, პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვან სექტორს, სწორედ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი წარმოადგენს, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ ახორციელებს.
ჯორჯიან სერვის გრუპ-2007″ 10 წელია ევროპულ ბაზარს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად, საქართველოში GSG 300 თანამშრომლით ყველაზე დიდი და მზარდი მომხმარებელთან ურთიერთობის კომპანიაა. 2007 წლიდან “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” გერმანული ონლაინ მაღაზია ““Zooplus””-ის სერვის პროვაიდერია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით კლიენტებს უწევს მომსახურებას. ამჟამად კომპანიაში 9 ენობრივი დეპარტამენტი ფუნქციონირებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ დროისთვის ქუთაისის ფილიალისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე 30 თანამშრომელია შერჩეული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0