პირობით მსჯავრდებულები რეგიონებში დასაქმდნენ

01/11/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში პირობით მსჯავრდებულები, ზ.რ და ჯ.დ დასაქმდნენ.
მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა ორივე მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პირობით მსჯავრდებული ზ. რ. სოფელ ნატახტარში, კერძო მეწარმესთან, თვითმცლელის მძღოლად დასაქმდა. იგი ყოველთვიურად, საშუალოდ, 1200 ლარს გამოიმუშავებს. თიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძო მეწარმესთან დამხმარე მუშად დასაქმდა პირობით მსჯავრდებული ჯ. დ. მისი ყოველთვიური ხელფასი 700 ლარი იქნება.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, სამეგრელო–ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ძალისხმევით, ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ მიერ ორგანიზებული სტაჟირების შემდგომ, პრობაციონერი ზ. ქ. კომპანია „კრისტალ ბეთ“-ში, დაცვის თანამშრომლად დასაქმდა.
პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2017 წელს, სააგენტოს ხელშეწყობით, უკვე 85 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა, 2013 წლიდან დღემდე კი – 635.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0