პლატონ კალმახელიძე თელავში სტუმრად მყოფ გერმანელებს შეხვდა

05/05/2017

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე თელავში სტუმრად მყოფ გერმანელებს შეხვდა, რომელთა უმეტესობა ქალაქ ბიბერახის მკვიდრია. თელავის მერმა სტუმრებს მეგობრულ გარემოში, ვახვახიშვილების სასახლეში უმასპინძლა და თითოეულ მათგანს საჩუქრად თელავის მერიის დაკვეთით გამოცემული კალენდარი გადასცა, სადაც შესულია ქალაქის ულამაზესი ხედები. თავის მხრივ ცნობილი თელაველი მომღერლის მარინა ალთუნაშვილის მეუღლემ ბერნარდ რაიდტემ თელავის მერს ძველი ბიბერახის რუკა გადასცა, რაც სიმბოლოა ბიბერახისა და თელავის მრავალწლიანი მეგობრობის.
გერმანული წარმომადგენლობა თელავს ყველასთვის საყვარელი თელაველი მომღერლის, მარინა ალთუნაშვილის კონცერტზე დასასწრებად და რათქმაუნდა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ეწვია, მათი უმეტესობა თელავში პირველადაა და როგორც ქალაქის მერთან საუბრისას განაცხადეს მოხიბლულები არიან თელავის სილამაზით.
ქალბატონი მარინა ალთუნაშვილის და მისი თანხლები ბენდის კონცერტი კვირას, 7 მაისს,18 სთ-ზე, ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც დასწრება ყველას შეეძლება. ნამდვილად დაუვიწყარი საღამო გველის!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0