პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა პოლონეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

29/06/2017

​პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას.

ცერემონია, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საელჩოს დიპლომატები ესწრებოდნენ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

სიგელების გადაცემის შემდეგ შედგა პრეზიდენტისა და ელჩის შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებს.

პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0