პრევენცია, ერთეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება

07/04/2017

მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა – პრევენცია, ერთეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება, – აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტმა ხელისუფლებას პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. პრეზიდენტის აზრით, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება ქვეყანას თავიდან აარიდებს მახინჯი შემთხვევების სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას. გიორგი მარგველაშვილმა ამ კონტექტში სახალხო დამცველის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და მმართველ გუნდს ომბუდსმენის ასახულ პრობლემებზე ადექვატური რეაგირებისაკენ მოუწოდა.

”უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადექვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების, სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას. გვახსოვდეს, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების დაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. მცდარია შეხედულება თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია, ერთეული შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0