პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფესტივალი „ოქროს საწმისი“ დააფინანსა

05/06/2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამნიდმა ფესტივალის „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“ გამარჯვებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
პროექტში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებით ჩატარდა მონაწილეობას იღებდნენ თბილისის 32 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ წელსაც შეუწყოს ხელი ამგვარ ფესტივალს. წელს ფესტივალს ჰქვია „ოქროს საწმისი“ და იგი საქართველოსა და საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ ასეთ ღონისძიებებში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდნეტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით ფესტივალი, დაახლოებით, 18 ღონისძიებისგან შედგებოდა და მასში 800 – მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0