პრეზიდენტის აზრია, რომ ჯარისკაცის ინტერესის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი

31/01/2017

პრეზიდენტის აზრია, რომ საქართველოს ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გია ცერცვაძის საკითხზე პრეზიდენტი პირველივე დღიდან იყო ინფორმირებული და ჩართული იყო მისი, როგორც მოქალაქის დაცვის საკითხში.

”რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა და გაგება, რომ საქართველოს მხრიდან მოხდა ინფორმაციის გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამეორდეს და თუ არსებობს სხვა მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, პრეზიდენტის აზრია, რომ საქართველოს ყველა ჯარისკაცის ინტერესის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი”, -განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0