პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარგსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ბევრი საკითხია განსახილველი და წინ წამოსაწევი, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან ისაუბრებს.
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით,
სომხეთი საქართველოს ტრადიციული პარტნიორი ქვეყანაა და ყოველთვის უმნიშვნელოვანესია მეზობლებს შორის ინტენსიური ურთიერთობა.

“პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი შეიცავს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს სახვადასხვა სფეროში, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის ინტენსივობას.

ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ჩვენი თანამშრომლობის სხვადსხვა მიმართულებით განვითარებისათვის და საჭიროა ჩვენი საზოგადოებებისათვის”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძემ. ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

Visited 121 times, 1 visit(s) today