პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა კომპანიებთან ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემები განიხილა

22/06/2017

პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა კომპანიებთან ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ ქართულ კომპანიებთან შეხვედრისას ის პრობლემატიკა განიხილა, რომელიც ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის შექმნისა და რეალიზაციის პროცესში ხვდებათ.
მაია მელიქიძის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაო რეჟიმში ყოფილიყო განხილული ის საკითხები, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებული კამპანიის „მოითხოვე ქართული“ მიმდინარეობისას ხშირად დაისვა მცირე მეწარმეებისა და კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან.
„მცირე მეწარმეების მიერ დასახელებული იყო კონკრეტული პრობლემები: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი სირთულეები, ასევე სავაჭრო ობიექტების მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე თანხების არდაბრუნების საკითხი.
მაია მელიქიძის განცხადებით, მეწარმეებმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხად წამოწიეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხი. მცირე მეწარმეები კონკრეტულ პრობლემად ასახელებენ იმას, რომ არ ტარდება ქართული პროდუქციის გამოფენები და არ ხდება მათი პოპულარიზაცია.
„საქართველოს პრეზიდენტი მთელს თავის ძალისხმევას ახმარს იმას, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია. ჩვენ გავეცანით მათ პრობლემებს და გამოვხატავთ მზაობას იმისათვის, რომ მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება მათზე, შესაბამისი კომუნიკაცია პასუხიმგებელ ორგანოებთან და დავიწყეთ უკვე ეს პროცესი, უკვე მაშინვე შეხვედრის დამთავრებისთანავე“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0