პრეზიდენტის სასახლეში ირანის ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამშაჰიდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტს ახლადდანიშნულმა ელჩმა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დოქტორ ჰასან როუჰანის პირადი მოკითხვა და ირანში პრეზიდენტის ოფიციალური მიწვევა გადასცა.
თავის მხრივ, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Visited 168 times, 1 visit(s) today