პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

15/06/2019

საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რემერტის ხიდი და ახალი ზარზმის მონასტერი დაათვალიერა. დღესვე პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვევა და მარნებს დაათვალიერებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაცნობა. დაგეგმილია ასევე სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა აბასთუმანის ობსერვატორიასა და ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0