პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები გააცნეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტს კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძირითად სამართლებრივ პრობლემებს, რომელიც ამ კანონთანაა დაკავშირებული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთერთი მთავარი ინსტიტუტის – საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას ზიანი არ მიადგეს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიდგომა უფრო ფართოა და სახელმწიფოებრივი, ვიდრე მხოლოდ ვეტოს დაძლევა -არდაძლევის, ან გასაჩივრება – არგასაჩივრების საკითხი.

პრეზიდენტი ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სისტემა“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დახურული შეხვედრის შემდეგ.

Visited 128 times, 1 visit(s) today