პრეზიდენტი ახალგაზრდა, ქართველი, ქველმოქმედი ემიგრანტის პატრონაჟის ქვეშ მყოფ სათნოების სახლს ესტუმრა

26/07/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში ბროწლიანის სათნოების სახლს ესტუმრა, რომელსაც 15 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი და ქველმოქმედი გიორგი ვანკო უწევს პატრონაჟს. გიორგი ვანკო ამსტერდამის საერთაშორისო სკოლაში სწავლობს, რომელმაც იგი უკვე მეორედ დააჯილდოვა ქველმოქმედებისთვის.ახალგაზრდა ქველმოქმედმა სკოლის თანადგომით წელიწადნახევარში 22 ათასი ევრო შეაგროვა, რითაც მიმდინარე ზაფხულს ბროწლიანის სათნოების სახლის განვითარების მესამე ეტაპს განახორციელებს. ეს კი საშუალებას მისცემს სათნოების სახლს 26 ბენეფიციართან ერთად, კიდევ 20 ბენეფიციარს მოუაროს. საქველმოქმედო შემოწირულობით სახურავის შეცვლის შემდეგ დამონტაჟდება მზის პანელები, რითაც დაიზოგება ელექტროენერგიის ხარჯი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0