პრეზიდენტი: დიდი სიყვარულით გილოცავთ, თქვენთან ერთად ვარ და ვიქნები

01/01/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ახალ, 2016 წელს ულოცავს.

პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მათ მშვიდობა უსურვა.

„მომავალი წელი საქართველოს დამოუკიდებელობის აღდგენის 25 წლისთავია. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენმა თაობამ ძალიან ბევრი შეძლო. შეძლო ის, რომ მოოტანა საქართველო. მოვიტანეთ საქართველო, მოვიტანეთ ქართული ღირებულებები. ჩვენ ვზეიმობთ ახალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს. მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ ერთიანობით, რასაც თქვენგან ვგრძნობ“, – მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას.

მისივე თქმით, ის დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა, თავისუფლებად უნდა იქცეს.

„თავისუფლება ნიშნავს დავივიწყოთ ის შუღლი, რომელიც გვქონდა. თავისუფლება ნიშნავს გავხადოთ საქართველო ისეთად, რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ. მიყვარს, რომ ერთად ვართ, მიყვარს რომ ვზეიმობთ დღეს. მთელ საქართველოს მინდა მივულოცო, ყველას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ახალი წელი განსაკუთრებით ქართველ ჯარისკაცებს და იმ თნამემმამულეებს მიულოცა, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

„დიდი სიყვარულით გილოცავთ, თქვენთან ერთად ვარ და მუდმივად თქვენთან ერთად ვიქნები“, – მიმართა ქვეყნის მეთაურმა ქვეყნის მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0