პრეზიდენტი პროკურატურის და დაცვის მხარის გარდა ყველას მოუწოდებს, ციანიდის საქმეზე განცხადებებისგან „ცოტა ხნით მაინც“ თავი შეიკავონ

28/02/2017

საქართველოს პრეზიდენტი ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეებისა, მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც თავი შეიკავონ გაცხადებების გაკეთებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან სენსიტიურია ეს თემა. პრეზიდენტის სახელით მინდა განვაცხადო – ამ საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეეებისა, რაშიც იგულისხმება პროკურატურა და დაცვის მხარე, პრეზიდენტი მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც შეიკავონ თავი გაცხადებებისგან იმისთვის, რომ გამოძიებას და დაცვას მიეცეს საშუალება ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0