პრეზიდენტი საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურს ესტუმრა და დაზვერვის სამსახურის უფროსს დავით სუჯაშვილსა და სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო დაზვერვის სამსახურში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაზვერვის სამსახურში მუშაობენ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები და ეს სახელმწიფო სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

“ჩვენი მომავალი საფრთხეებისგან დაცვა დიდწილად ამ ადამიანების საქმიანობაზე გადის და საჭიროა, რომ საზოგადოებამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ეს. ახალგაზრდებმა კი იცოდნენ, რომ ასეთ სამსახურში მონაწილეობა ნამდვილი პატრიოტიზმია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Visited 85 times, 1 visit(s) today