პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სტუმრებს ლოპოტას ტბაზე უმასპინძლეს

29/03/2017

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ლატვიელ კოლეგას და მის მეუღლეს ლოპოტას ტბაზე უმსაპინძლეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ლატვიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ლოპოტას ტბაზე უმასპინძლეს და ლოპოტას ტბის კომპლექსი დაათვალიერეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა და მათმა მეუღლეებმა ქართული ტრადიციული ადგილობრივი ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და შოთის პურის ცხობაში მიიღეს მონაწილეობა. ლოპოტას ტბაზე ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და ქალბატონ ივეტა ვეიონისის პატივსაცემად მეგობრული სადილი გაიმართა. ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისისა და მისი მეუღლის ივეტა ვეიონისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. ლატვიის დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0