პრეზიდენტმა ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამართა

14/03/2017

გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.
„ჩვენ ვსაუბრობთ კანონში არსებულ ორი ტიპის პრობლემაზე. პირველი – რამდენად იქნება შესაბამისი ახალშექმნილი სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის და მეორე – ამ კანონმა შესაძლოა გაუმართლბებელი ტვირთი დააკისროს ბიზნესს, რადგან ბევრგან კანონში მითითებულია, რომ სააგენტო იყენებს ბიზნესის და ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო კომპანიების რესურსებს სასყიდლის გარეშე“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ფაქცია ,,ევროპულ საქართველოს“ შეხვდა, ხვალ კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0