პრეზიდენტმა მაია მელიქიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა

29/06/2017

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს მთავრობასთან შეთანხმებით მაია მელიქიძის კანდიდატურა წარუდგინა.
აღნიშნული საკითხი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილა და მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის ბიოგრაფია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ გააცნო.
მაია მელიქიძემ კომიტეტის სხდომაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას მისთვის გამოცხადებული მაღალი ნდობისათვის და აღნიშნა, რომ ეს ნდობა მას უდიდეს პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
მაია მელიქიძემ კომიტეტის სხდომაზე პარლმენტის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
მაია მელიქიძემ დეპუტატებს სემეკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მოკლედ გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0