პრეზიდენტმა სასახლეში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

23/05/2017

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0